ხარისხის პოლიტიკა

ხარისხის პოლიტიკა

საჰაერო ნავიგაციის მომსახურებების ხარისხი, მათი შესაფერისობის და საიმედოობის, ისევე როგორც შესაბამის კანონმდებლობასთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დონეა. 

"საქაერონავიგაცია" საქართველოს საჰაერო სივრცეში უსაფრთხო, მოწესრიგებული და სწრაფი საჰაერო მოძრაობის ნაკადის უზრუნველყოფისკენ მიისწრაფის, თითოეული თანამშრომლის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობების პროფესიულად, ფრენის უსაფრთხოებაზე ორიენტირებული და კოორდინირებული შესრულებით.

ჩვენს ძირითად ფასეულობებზე დაყრდნობით, რომლებიც არის ფრენის უსაფრთხოება, მაღალი პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა, ჩვენი ხარისხის მართვის სისტემა მიზნად ისახავს ფუნქციონირების უმაღლეს სტანდარტებამდე მუდმივ გაუმჯობესებას, რათა უზრუნველყოს უსაფრთხოების უმაღლესი დონის მიღწევა.

მოწოდებულნი ვართ მუდმივად ვაუმჯობესოთ გაწეული მომსახურების ხარისხი, თანამიმდევრულობა და სარგებლიანობა, შემდეგის განხორციელებით:

  • შემუშავებული და დანერგილი ხარისხის პოლიტიკის მუდმივი შენარჩუნებით;
  • მართვის სისტემის ეფექტურობის მუდმივი გაუმჯობესებით;
  • განსაზღვრული ფუნქციონირების ძირითადი ინდიკატორების (KPI) მონიტორინგით და მათი მნიშვნელობების გაუმჯობესებისთვის ხარისხის მიზნების დადგენით;
  • ყველა შესაბამის რეგულაციებთან, მოთხოვნებთან და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გათვალისწინებულ საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობით;
  • შესაბამისი რესურსების უზრუნველყოფით.

 

AIRAC AIP AMDT/SUP

EFF DATE RAW DATA to AIS DAYS LEFT
07 აგვ 2025 09 მაი 2025 20
04 სექ 2025 06 ივნ 2025 48
02 ოქტ 2025 04 ივლ 2025 76

UTC

  • --:--:--