ქსელის ადმინისტრატორი
- მდებარეობა თბილისი
- განყოფილება კომუნიკაციების სამსახური
- ბოლო ვადა 16 ნოემბერი
შესავალი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაცია“ აცხადებს კონკურსს კომუნიკაციების სამსახურში ქსელის ადმინისტრატორის პოზიციაზე. თბილისი - 1 ვაკანსია
სამუშაო აღწერილობა
ძირითადი მოვალეობები:
• ყოველდღიური და/ან ცვლაში მუშაობა;
• ოპერატიული მონიტორინგი;
• რეზერვირების უზრუნველყოფა;
• ტექნიკური მომსახურების ჩატარება;
• გაუმართაობის აღმოჩენა და აღმოფხვრა;
• დოკუმენტაციის წარმოება;
• სამუშაო ჯგუფებში და პროექტებში მონაწილეობა.
მონაწილეთა შერჩევა მოხდება ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ უმაღლესი ტექნიკური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და რეზიუმე (CV) ფოტო სურათით შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@airnav.ge 2025 წლის 16 ნოემბრის ჩათვლით.
თემის ველში („Subject’’) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი - „ კომუნიკაციების სამსახური - ქსელის ადმინისტრატორი“.
ტესტირების და გასაუბრების ჩატარების ზუსტი დროისა და თარიღების შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
• საქართველოს მოქალაქეობა;
• უმაღლესი ტექნიკური განათლება;
• ქართული ენის ცოდნა;
• ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
• საკომუნიკაციო სისტემებთან მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება.
პიროვნული მოთხოვნები:
• მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
• ტექნიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
• შრომისმოყვარეობა და გუნდური მუშაობის უნარი;
• კომუნიკაბელურობა და პუნქტუალურობა;
• სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.