I კატეგორიის ტექნიკოსი
- მდებარეობა წნორი
- განყოფილება რადიონავიგაციის სამსახური
- ბოლო ვადა 16 ნოემბერი
შესავალი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაცია“ აცხადებს კონკურსს რადიონავიგაციის სამსახურში 1 კატეგორიის ტექნიკოსის პოზიციაზე. წნორი - 1 ვაკანსია
სამუშაო აღწერილობა
ძირითადი მოვალეობები:
რადიონავიგაციის სამსახურის I კატეგორიის ტექნიკოსის მოვალეობებია:
• საჭიროების შემთხვევაში, დადგენილი გრაფიკის შესაბამისად, ოპერატიულ ცვლაში მუშაობა;
• რადიონავიგაციის სამსახურის ტექნიკური საშუალებების და მოწყობილობების ექსპლოატაცია და ტექნიკური მომსახურება;
• საჭირო ქმედებების განხორციელება რადიონავიგაციის სამსახურის მიერ შემუშავებული ინსტრუქციების მიხედვით;
• არსებული ინსტრუქციების და პროცედურების დროული და ხარისხიანი შესრულება;
• უშუალო უფროსს ოპერატიულად მოახსენოს გამოვლენილი გაუმართაობის, დეფექტის, ხარვეზის, დაზიანებების შესახებ;
• გაუფრთხილდეს და დაიცვას საზოგადოების მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები.
• მონაწილეობა მიიღოს ტექნიკური და სხვა დამხმარე საშუალებების სამონტაჟო, სარემონტო და გაწყობით სამუშაოებში;
• დადგენილი დოკუმენტაციის წარმოება. მონაწილეთა შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და რეზიუმე (CV) ფოტო სურათით შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@airnav.ge 2025 წლის 16 ნოემბრის ჩათვლით.
თემის ველში („Subject’’) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი - „ რადიონავიგაციის სამსახური - ტექნიკოსი“.
გასაუბრების ჩატარების ზუსტი დროისა და თარიღების შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
• საქართველოს მოქალაქეობა;
• საშუალო განათლება;
• სამუშაო გამოცდილება - ელექტრონულ სისტემებთან მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
• ქართული ენა - გამართულად.
პიროვნული მოთხოვნები:
• ტექნიკური აზროვნების უნარი;
• გუნდური მუშაობის უნარი;
• კომუნიკაბელურობა;
• სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.