მეტეოდამკვირვებლი

მეტეოდამკვირვებლი

  • მდებარეობა ქუთაისი
  • განყოფილება მეტეოროლოგიური სამსახური
  • ბოლო ვადა 16 ნოემბერი

შესავალი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაცია“ აცხადებს კონკურსს მეტეოროლოგიურ სამსახურში მეტეოდამკვირვებლის პოზიციაზე. ქუთაისი - 1 ვაკანსია.

სამუშაო აღწერილობა

ძირითადი მოვალეობები:

• 24 საათიან ცვლაში მუშაობა (ყოველ ოთხ დღეში ერთხელ), ამინდზე დაკვირვება და სააეროდრომო რეგულარული (METAR) და სააეროდრომო სპეციალიზირებული შეტყობინების (METREPORT/SPECIAL) შექმნა/გავრცელება. სტანდარტულად სააეროდრომო რეგულარული (METAR) და სპეციალიზირებული შეტყობინებები (METREPORT/SPECIAL) იქმნება ყოველ 30 წუთში ერთხელ.

 • სამსახურის და/ან პოზიციის საჭიროებიდან გამომდინარე შესაბამის სასწავლო კურსზე (კურსებზე) დასწრება.

უპირატესობა მიენიჭებათ ქუთაისში და მის შემოგარენში მცხოვრებ და მეტეოროლოგიის მიმართულებით მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს.

მონაწილეთა შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ უმაღლესი/საშუალო სპეციალიზირეებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და რეზიუმე (CV) ფოტო სურათით შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@airnav.ge 2025 წლის 16 ნოემბრის ჩათვლით.

თემის ველში („Subject’’) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი - „ მეტეოროლოგიური სამსახური - მეტეოდამკვირვებელი“.

გასაუბრების ჩატარების ზუსტი დროისა და თარიღების შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

• საქართველოს მოქალაქეობა.

• ქართული ენის ცოდნა.

• ინგლისური ენის საშუალო (B1/B2) დონეზე ცოდნა

• განათლება უმაღლესი ან საშუალო:

საშუალო: სპეციალიზირებული საავიაციო;

უმაღლესი: ფიზიკა, მათემატიკა, მეტეოროლოგია ან სხვა საბუნებისმეტყველო სფეროებში.

პიროვნული მოთხოვნები:

• დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

• გუნდურობა.

• პუნქტუალურობა.

• ორგანიზებულობა.

• დეტალებზე ორიენტირებულობა.

• კომუნიკაბელურობა.