I კატეგორიის ტექნიკოსი

I კატეგორიის ტექნიკოსი

  • მდებარეობა ქუთაისი
  • განყოფილება კომუნიკაციების სამსახური
  • ბოლო ვადა 16 ნოემბერი

შესავალი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაცია“ აცხადებს კონკურსს კომუნიკაციების სამსახურში I კატეგორიის ტექნიკოსის პოზიციაზე. ქუთაისი - 1 ვაკანსია

სამუშაო აღწერილობა

ძირითადი მოვალეობები:

• ყოველდღიური და/ან ცვლაში მუშაობა;

• ოპერატიული მონიტორინგი;

• რეზერვირების უზრუნველყოფა;

• ტექნიკური მომსახურების ჩატარება;

• გაუმართაობის აღმოჩენა და აღმოფხვრა;

• დოკუმენტაციის წარმოება;

• სამუშაო ჯგუფებში და პროექტებში მონაწილეობა.

მონაწილეთა შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ უმაღლესი ტექნიკური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და რეზიუმე (CV) ფოტო სურათით შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@airnav.ge 2025 წლის 16 ნოემბრის ჩათვლით.

თემის ველში („Subject’’) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი - „ კომუნიკაციების სამსახური - ტექნიკოსი“.

გასაუბრების ჩატარების ზუსტი დროისა და თარიღების შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

·         საქართველოს მოქალაქეობა;

·         უმაღლესი განათლება;

·         ქართული ენის ცოდნა;

·         ინგლისური ენის  ცოდნა A2 დონეზე;

პიროვნული მოთხოვნები:

·         მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

·         ტექნიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;

·         შრომისმოყვარეობა და გუნდური მუშაობის უნარი;

·         კომუნიკაბელურობა და პუნქტუალურობა;

·         სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.